Saturday, September 27, 2014

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

                                                             
საქართველოს დღეს საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
იმისათვის რომ მოსწავლეებმა უკეთესად გაიგონ ამ დაძაბული ურთიერთობების მიზეზები იკვლევენ ისტორიულ ფონს, კერძოდ ერეკლე II-ის ეპოქას და  XIX საუკუნის პირველ ნახევარს. აანალიზებენ როგორ იცვლებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. მოძიებული მასალის საფუძველზე აკეთებენ პრეზენტაციას.

4 comments:

  1. მომეწონა თქვენი იდეა.გისურვებთ წარმატებებს

    ReplyDelete
  2. თემა ძალიან აქტუალურია,ბავშვები ჩართულნი არიან კვლევაში,რაც უკეთეს შედეგს იძლევა,გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete
  3. თემა კარგია, აქტუალურია. კარგი იქნებოდა გარდა ერეკლე მეორის ეპოქის მიმოხილვისა, მოსწავლეებმა 1918 წლის მოვლენებიც განიხილონ. პროექტის ფარგლებში საინტერესო იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. ქართული ლიტერატურიდან პოემის"ბედი ქართლისა" გამოყენება.მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, როლური თამაშების გამოყენება.

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.

    ReplyDelete