საქართველოს დღეს საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
იმისათვის რომ მოსწავლეებმა უკეთესად გაიგონ ამ დაძაბული ურთიერთობების მიზეზები იკვლევენ ისტორიულ ფონს, კერძოდ ერეკლე II-ის ეპოქას და XIX საუკუნის პირველ ნახევარს. აანალიზებენ როგორ იცვლებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. მოძიებული მასალის საფუძველზე აკეთებენ პრეზენტაციას.