Friday, November 16, 2018

ისტორიის კლუბ ,,შთამომავლების" პირველი პროექტი ,,ილია ჭავჭავაძე -ერის სულიერი მამა"

 2018 წლის 16 ნოემბერს სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბ ,,შთამომავლებმა" გამართეს პრეზენტაცია- ,,ილია ჭავჭავაძე ერის სულიერი მამა".
კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კლუბის მიზანი: შეძლებისდაგვარად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი გმირი წინაპრების შესახებ.

პრეზენტაციის მიზანი:.
 8 ნოემბერი  ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ პირველი პროექტი მისთვის მიგვეძღვნა.

ჩავატარეთ კვლევა იმის შესასწავლად, თუ რამდენადაა ცნობილი ილიას ღვაწლი საზოგადოებისათვის. გამოვკითხეთ თელავის მოქალაქეებს და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მიღებულმა შედეგმა დაგვარწმუნა, რომ საჭიროა მსგავსი პროექტების განხორციელება.

პროექტი ,,ილია ჭავჭავაძე- ერის სულიერი მამა“ ეძღვნება მისი დაბადებიდან 181 წლის იუბილეს და მიზნად ისახავს სიღრმისეულად გაგაცნოთ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და შემოქმედება,  რათა უკეთ შევძლოთ მისი ღვაწლის შეფასება.
გავიგოთ, თუ რა მძიმე პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ვითარება იყო საქართველოში XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე. რა პოლიტიკას ატარებდა კრემლი ერთმორწმუნე ქართველების მიმართ და რა მიზეზით მოკლეს კაცი, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერის სულიერი მამა უწოდა, ხოლო საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

პროექტი მიზნად ისახავს ასევე კათედრებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
პრეზენტაცია მოამზადეს:
ისტორიის კლუბ ,,მემკვიდრეებმა“, კურატორი_ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრი ლელა ორკოდაშვილი;
წევრები_ X/ბ კლასის მოსწავლეები;
1.      თამარ მესხიძე;
2.      ანი დათიშვილი;
3.      მარიამ თოხარიკაშვილი;
4.      მარიამ ლომაური.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრმა ლია ბაინდურაშვილმა და უცხო ენების კათედრის წევრმა ირმა თამარაშვილმა.
პროექტში მონაწილეობენ  VIII/ გ კლასის მოსწავლეები:
1.      ნათია ფარესიშვილი;
2.      მარიამ აბაშიძე;
3.      მარიამ შოშიკელაშვილი;
4.      ლიზი ერგემლიძე;
5.      ელენე ბუიშვილი;
6.      ჯუდი ჩუგოშვილი;
7.      გვანცა ჯალიაშვილი;
8.      თაზო მელიქიშვილი
9.       VI /ბ კლასის მოსწავლე ნანიკო რჩეულიშვილი

კ   კლუბი,,შთამომავლები" გაწეული დახმარებისათვის დიდ მადლობას უხდის, მე-4 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს ნელი კევლიშვილს და X /ბ კლასის მოსწავლეს გიორგი იმედაშვილს




                                                   









აქტიური დარბაზი




Thursday, November 15, 2018

ისტორიის კლუბი ,,შთამომავლები"




სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის № 4 საჯარო  სკოლაში 2018 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა ისტორიის  კლუბი ,,შთამომავლები“.  
კლუბში გაწევრიანება შეუძლია საშუალო და საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.
 კლუბში გაწევრიანებისათვის  საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება.
კლუბს აქვს შესაბამისი ატრიბუტიკა: ლოგო, სლოგანი, წესდება, სამუშაო გეგმა.
ლოგო





















სლოგანი - ,,ისტორია საუკეთესო მასწავლებელია“
კურატორი: ისტორიის მასწავლებელი ლელა ორკოდაშვილი.
წევრები:
1.      ლიდერი მოსწავლე-თამარ მესხიძე--X კლასი
2.      ანი დათიშვილი-X კლასი
3.      მარიამ თოხარიკაშვილი-X კლასი
4.      მარიამ ლომაური-X კლასი

სამოქმედო გეგმა
1.      ილია ჭავჭავძის 181 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტი - ,,ილია ერის სულიერი მამა“ -  ნოემბერი;
2.      დეკემბერი-ქართველთა გაქრისტიანება, ქეთევან დედოფალი, დავით და კოსტანტინე მხეიძეები, აბო თბილელი;
3.      იანვარი- ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი;
4.      თებერვალი-დავით აღმაშენებელი;  საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ;
5.      მარტი- დემეტრე II;
6.      აპრილი-ეროვნული მოძრაობები XX საუკუნის II ნახევარში;  ,,ნატო და საქართველო“;
7.      მაისი- თამარ მეფე; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა-საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.


სსიპ  მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლაში არსებული ისტორიის  კლუბ  ,,შთამომავლების“ წესდება
                                             მუხლი 1. ზოგადი    დებულებები
1. სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის მე-4   საჯარო  სკოლის  კლუბი ,,შთამომავლები“ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით.
3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.
4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  . თელავი, ერეკლე II-ის გამზირი № 19. სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის მე-4  საჯარო სკოლა.

მუხლი 2. კლუბის  მიზნები  და  დაარსების იდეა
1.კლუბის მიზნებია:
1.1.  სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
1.2. მოსწავლეებში ისტორიის საგნის პოპულარიზაცია;
1.3  ისტორიის საგნის ცოდნის დონის ამაღლება;
1.4  კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება;
1.5 ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და მოქალაქეობრივი  თვითშეგნების ამაღლება;
1.6. პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;

2. კლუბის დაარსების იდეაა მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო/საშუალო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში, დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.


მუხლი 4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს მინიმუმ ერთი  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

მუხლი 5. კლუბის  მუშაობა

1.      კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;

2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამუშაო გეგმით;

3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;

4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

მუხლი 6. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.











                                                                         

                                                                         სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის
მე-4 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბ
                                                                                                                                ,,შთამომავლების“
                                                                                                კურატორს ლელა ორკოდაშვილს
ამავე სკოლის -------- კლასის
მოსწავლე------------------------------------
მშობლის ------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ ჩემი შვილი, სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლის --------
კლასის მოსწავლე --------------  --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ისტორიის კლუბ  ,,შთამომავლებში“.



განმცხადებელი:

თარიღი:












   კლუბის წესდებასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

Thursday, October 30, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ პრეზენტაციები, ერთმანეთს მივეცით საქმიანი რჩევები და გავაკეთეთ კომენტარები, შევაჯამეთ ცხრა დღის მუშაობა. თითოეული ტრენინგის დღე იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი.უზომოდ კმაყოფილები ვართ და დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის იმ დიდი ყურადღებისათვის, რასაც ის თვითეული ჩვენთაგანის მიმართ იჩენდა.

Friday, October 24, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მოვაწესრიგე ჩემი პორტფოლიო, ავტვირთე  გუგლდისკზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე. ტრენინგი საინტერესო და სახალისო იყო.

Saturday, October 18, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ პრობლემების მოგვარებით,ყურადღება  გავამახვილეთ შეფასებებზე, გადავამოწმე პორტფოლიო და დავამატე გვერდები ბლოგზე. შევაფასე დიფერენცირებული სწავლების კითხვარი.გავეცანი სასწავლო პროცედურებს ინტელის ბიბლიოთეკიდან. დავიწყე მუშაობა პუნქტზე სასწავლო პროცედურები. მივიღე დავალება სახლისთვის-  წავოკითხო მოდული 6 და ბოლომდე გავწერო სასწავლო პროცედურები გუგლ დრაივში.

Friday, October 17, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

1. ტრენერმა გააკეთა კომენტარები ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე;
2.გავეცანით სავარაუდო ნაშრომების  შეფასების რუბრიკებს;
3. ეს რუბრიკები განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოში:
4. მივიღეთ დავალება: წავიკითხოთ მოდული 5 და მოვახდინოთ მისი ადაპტირება ჩვენს პროექტთან.

Tuesday, October 14, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

1. დავამთავრეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე;
2. გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ:
3. ინტერმეტში მოვიძიეთ შესაბამის ინფორმაცია და მისი მისამართები ჩავწერეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმატში;
4. მივიღეთ დავალება: განვავთავსოთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.